პრესრელიზები და განცხადებები

„ენერგო-პრო ჯგუფმა“ ესპანეთში 167 მგვტ სიმძლავრის ათი ჰესი შეიძინა
ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მწარმოებელი, ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო“ ეი. ეს. საქმიანობას ესპანეთში გალიციაში აფართოვებს. კომპანიამ დაასრულა Xallas Electricidad y Aleaciones, S.A.U ("Xeal") და Feroe Ventures & Investments S.L.U. ("Feroe") კომპანიების 100% სააქციო კაპიტალის შეძენა წამყვანი გლობალური საინვესტიციო ფირმა SIXTH STREET-გან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ინვესტიცია ესპანეთში. ტრანზაქციის დასაფინანსებლად „ენერგო-პრო“ ეი. ესმა 300 მილიონი ევროს სესხი მიიღო J.P. Morgan and Goldman Sachs-ისგან. Xeal ფლობს და ამუშავებს 167 მეგავატი სიმძლავრის ათ ჰიდროელექტროსადგურს და ორ ფეროშენადნობ ქარხანას.
სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ მტკვარში თევზის ლიფსიტები გაუშვა
სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ მდინარე მტკვარში ენდემური სახეობის თევზების შენარჩუნებისა და გამრავლების ათწლიანი პროეტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში მტკვრში 3 სახეობის თევზის 30 000-მდე ლიფსიტა გაუშვეს.
თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
13-დან 15 მაისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს.
12