მიზანი და ხედვა

კომპანიის მიზანია მომხმარებელისთვის აწარმოოს იაფი ელექტროენერგია განახლებადი, საიმედო, მოქნილი, ეკოლოგიურად სუფთა რესურსით, ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებისა და არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. გენერაციის ობიექტებით წარმოებული ელექტროენერგიის ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტურობის შესანარჩუნებლად კომპანიაში მიმდინარეობს ენერგორესურსის ეფექტური და რაციონალური მართვა, ამასთან ელექტროსადგურების მუშაობის რეჟიმების შესაბამისი დაგეგმვა მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებში.

სს “ეპ ჯორჯია გენერაციის” საქართველოში ოპერირების მანძილზე მუდმივად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ელექტროსადგურების საიმედო და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, მუდმივად მიმდინარეობს ელექტრომოწყობილობების სისტემატური მოდერნიზაცია თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის, დაინერგა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის სისტემები და მდინარის ჩამონადენის აღრიცხვის პუნქტები, როგორც სათავე ნაგებობებზე, ასევე წყალსაცავების გავლენის ზონის გარეთ.

კომპანია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს გენერაციის ობიექტების ოპერირებას  საქართველოში  არსებული ენერგეტიკული ბაზრის  წესების მოთხოვნების შესაბამისად.