სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ მტკვარში თევზის ლიფსიტები გაუშვა

სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ მდინარე მტკვარში ენდემური სახეობის თევზების შენარჩუნებისა და გამრავლების ათწლიანი პროეტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში მტკვრში 3 სახეობის თევზის 30 000-მდე ლიფსიტა გაუშვეს.

ზაჰესის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალისტებმა მტკვრის ფაუნისთვის დამახასიათებელი 3 სახეობის – ველური კობრის, წვერასა და ხრამულის ლიფსიტები გაუშვეს. თევზის სახეობების ხელოვნური გამრავლებისა და ბუნებაში დაბრუნების 10 წლიანი პროექტი (რესტოქინგი) კომპანიამ შეიმუშავა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების შემდეგ მის განხორციელებაზე მუშაობა დაიწყო. ის ხელს შეუწყობს ამ სახეობების პოპულაციის შენარჩუნებას მდინარეში. ლიფსიტების გაშვება ყოველ 2 წელშია დაგეგმილი.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაახლების პირობის შესაბამსად „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ სპეციალური კვლევა ჩაატარა თევზის ავტოქტონური სახეობების და მათი აღდგენის საჭიროების შესახებ. კვლევის შედეგების შესაბამისად შემუშავდა ამჟამად მიმდინარე პროექტი და დაიწყო მის განხრციელებაზე მუშაობა. პროექტის ფარგლებში კომპანია ახლო მომავალში თევზამრიდის მოაწყობასაც გეგმავს, რაც გამორიცხავს თევზების მოხვედრას ჰესის სადერივაციო არხში“, – განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ მჭედლიშვილმა.

მდინარეზე აგებული კაშხლები თევზებისთვის წინაღობას ქმნიან და რესტოქინგის პროექტების განხორციელება მათი ბუნებრივი რაოდენობის შენარჩუნებას და დაცვას ისახავს მიზნად. პროექტი შეთახმებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. კომპანია პერიოდულად მოიტორინგსაც უზრუნველყოფს პროექტის მიმდინარეობისა და დამატებითი საჭიროებების გამოსავლენად.

დაკავშირებული სიახლეები

_autotone
სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ლაჯანურჰესზე მე-3 აგრეგატის რეკონსტრუქცია განახორციელა, რის შედეგედაც ჰესის დადგმული სიმძლავრე 113.7 მგვტ-დან  115.568 მგვტ-მდე გაიზარდა -  აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ 24 000 000 ლარზე მეტი დახარჯა.
ჩეხეთის ახალი ელჩი ,,ენერგო-პრო ჯგუფის“ კუთვნილ ერთ-ერთ ჰიდროელექტროსადგურს ეწვია
ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურს ეწვია. სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციის“ წარმომადგენლებმა, ელჩს გააცნეს ინფორმაცია საქართველოში ჩეხური ,,ენერგო-პრო ჯგუფის“ საქმიანობისა და განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.
,,რიონჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3 მეგავატით გაიზარდა
სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ წარმატებით დაასრულა ,,რიონჰესის“ რეკონსტრუქციის შემდგომი ეტაპი. შეიცვალა და დამონტაჟდა სრულიად ახალი, ELPROM-ის წარმოების, №2 ძალოვანი ტრანსფორმატორი, რომელიც კომპანიამ ევროპიდან ჩამოიტანა.