ჰესები

აჭარისწყალის  ჰიდროელექტროსადგური (აწჰესი)
აწჰესი საშუალო დაწნევის დერივაციული ტიპის სადგურია. აგებულია მდ. აჭარისწყალზე, ქ. ბათუმიდან 31 კმ-ის დაშორებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. მუშაობს სეზონური გრაფიკით, რეგულირების გარეშე.
კინკიშა ჰესი
კინკიშა ჰესი მდ. კინკიშაზე აგებული მცირე ჰესია. მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფელ კვირეკეში.
ჩხოროწყუ ჰესი
ჩხოროწყუ ჰესი საშუალო დაწნევის მქონე მცირე ჰესია. მდებარეობს დაბა ჩხოროწყუში, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში.
იორის კასკადი
იორის კასკადში გაერთიანებულია სიონი ჰესი, საცხენისი ჰესი და მარტყოფი ჰესი. აღნიშნული ჰესების წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს საქართველოს მელიორაცია.