ჩითახევჰესი საშუალო დაწნევის, დერივაციული ტიპის სადგურია. მდებარეობს მდ. მტკვარზე, რკინიგზის სადგურ დვირის მახლობლად, ქ. ბორჯომიდან 17 კმ-ის დაშორებით.
გუმათჰესების კასკადის შემადგენელი ჰიდროელექტროსადგურები გუმათჰესი I და გუმათჰესი II ითვალისწინებენ მდინარე რიონის შუა წელის ენერგეტიკულ გამოყენებას 12 კმ მონაკვეთზე სოფელ ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე.
რიონჰესი საშუალო დაწნევის დერივაციული ტიპის სადგურია. აგებულია მდინარე რიონზე ქ. ქუთაისში. რიონჰესის სათავე ნაგებობა განლაგებულია ქ.ქუთაისის საზღვრებში, ძალური კვანძი რკინიგზის სადგურ ,,რიონის" მახლობლად არის განთავსებული.