ჰესები

ლაჯანურჰესი
ლაჯანურჰესი, დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ერთ-ერთი დიდი დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში.  მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტში.  
ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი)
ზაჰესი პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში. წრმოადგენს დაბალდაწნევიან, სეზონური რეგულირების სადგურს. ზაჰესი აგებულია მდინარე მტაკვარზე, ქ.მცხეთასთან, მდ.მტკვრისა და მდ.არაგვის შესართავის მახლობლად.
შაორჰესი
შაორჰესი მაღალდაწნევიანი ჰიდროელექტროსადგურია. შაორის წყალსაცავი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. ჰესის ძალოვანი კვანძი მდებარეობს ქ. ტყიბულში, მდ. ტყიბულას მარცხენა სანაპიროზე. 
ძევრულჰესი
ევრულჰესი წარმოადგენს მაღალდაწნევიან ჰიდროელექტროსადგურს. ძევრულჰესის წყალსაცავი (ტყიბულის წყალსაცავი) მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ახალსოფელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ.ტყიბულიდან 7კილომეტრის დაშორებით, ხოლო ძვერულჰესის ძალური კვანძი განთავსებულია თერჯოლის რაიონში.