“ენერგო-პრო” ჯორჯიის ჯგუფში შემავალი კომპანიების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა.

სს „ენერგო პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ აცხადებს ელექტრონულ ფასთაგამოკითხვას „ენერგო-პრო ჯორჯიის ჯგუფში შემავალი კომპანიების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაზე:

სს ენერგო პრო ჯორჯია ს/კ 205169066

შპს ჯიფაუერი ს/კ 404878977

სს ეპ ჯორჯია გენერაცია ს/კ 405182626 

აღნიშნული ფასთაგამოკითხვა ცხადდება 2026 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა 2026 წლის 01 თებერვლიდან.

პროცესში ჩართულია სადაზღვევო ბროკერი შპს რეზოლუშნ ინშუარანს ბროუქერს საქართველო (ს/კ 404401526). სადაზღვევო შეთავაზებაში გათვალისწინებული უნდა იყოს  5% საბროკერო საკომისიო ( სადაზღვევო პრემიიდან).

ძირითადი ინფორმაცია

ავტოტრანსპორტის პარკი მოიცავს დაახლოებით 1100 ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მსუბუქი და სპეციალიზირებული), რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 15,000,000 აშშ დოლარს შეადგენს.

სადაზღვევო პერიოდი 01/02/2026- 31/01/2027.

დაზღვევის დაფარვის ტერიტორია: საქართველო.

ავტოტრანსპორტის გამოყენება: სამსახურეობრივი და პირადი მიზნებისთვის.

სადაზღვევო პრემიის გადახდის პირობები – კვარტალური გადახდა, პირველი გადახდა არაუგვიანეს 2026 წლის 25 თებერვლისა.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების (ავტოპარკის – მინიმუმ 250 ერთეულით დაზღვევა)  გაწევის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და სარეკომენდაციო წერილები. სარეკომენდაციო წერილების წარმოდგენის ვადა 18 ნოემბრამდე.
  • კომპანიის რეგიონალური დაფარვის შესახებ სრული ინფორმაცია. ფილიალების ჩამონათვალი და ავტოსერვის პროვაიდერების სია რეგიონების მიხედვით.
  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს 2025 წლის 11 ნოემბრის სამუშაო დღის ბოლომდე (გარდა სარეკომენდაციო წერილებისა).

ფასთაგამოკითხვის პროცედურა

  • კომისია განიხილავს ყველა იმ კომპანიის განაცხადს, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას.
  • წარმოდგენილი წინადადების განხილვა მოხდება  კომისიის  მიერ და მხოლოდ კვალიფიციურ კომპანიას გაეგზავნება ტექნიკური დავალება და ავტოპარკის დეტალური სია.
  • ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილ პირობებზე თანხმობის შემდეგ, კომპანია მოწვეულ იქნება ფასთა გამოკითვის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმაზე ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად;
  • ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება 2025 წლის 20 ნოემბერს.

აღნიშნულ საკითხზე დაინტერესების და შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ

დავით ცხომელიძე

david.tskhomelidze@energo-pro.ge

მობილური ტელეფონი – +995 577350055

დაკავშირებული სიახლეები

თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
28-დან 30 მაისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს.