,,რიონჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3 მეგავატით გაიზარდა

სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ წარმატებით დაასრულა ,,რიონჰესის“ რეკონსტრუქციის შემდგომი ეტაპი. შეიცვალა და დამონტაჟდა სრულიად ახალი, ELPROM-ის წარმოების, №2 ძალოვანი ტრანსფორმატორი, რომელიც კომპანიამ ევროპიდან ჩამოიტანა.

,,რიონჰესის“ რეაბილიტაციის ამ პროექტზე, რომელიც ახალი ტრანსფორმატორის გარდა, გენერატორის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს, ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ 8 000 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

,,საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე, გაიზარდა მისი მუშაობის საიმედოობა და რაც მთავარია, ვცდილობთ ჰესი გავმართოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად“ – განაცხადა ,,ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა. მისივე თქმით, ,,რიონჰესზე“ ახალი ტრანსფორმატორით შესაძლებელი იქნება, გენერატორის რეაბილიტაციის დროს, გაზრდილი სიმძლავრის გატარება.

რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, კომპანიის მფობელობაში არსებულ სხვა ჰესებზეც აქტიუირად მიმდინარეობს.

დაკავშირებული სიახლეები

მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
14-დან 16 ივლისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესის წყალსაცავზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. დაგეგმილია ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის გეგმიური გარეცხვა, რაც მისი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად.
default
„ეპ ჯორჯია გენერაცია“ განაგრძობს მის მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციას. სამი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო პროექტის საერთო ინვესტიცია შეადგენს 20 მლნ ევროს.