ჯიფაუერი

გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური “ჯი-ფაუერი” უახლესი ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვის პირველი წარმატებული მცდელობაა საქართველოში. წარმოადგენს Pratt and Whitney Power Systems FT8 ტიპის აირტურბინების ბაზაზე აშენებულ ენერგეტიკულ ობიექტს. ამ ეტაპზე ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ, თუმცა გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური წარმოადგენს ღია ციკლით მომუშავე ორთქლ-აირული ელექტროსადგურის აირტურბინულ ზედნაშენს, ამიტომ მისი გამომუშავება ახალი ინვესტიციის შემთხვევაში შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ელექტროსადგურს აქვს 4 ტურბინა 2 გენერატორით, თითოეული 55.0 მგვტ ნომინალური სიმძლავრით და ქსელს უერთდება 110 კვ. ხაზით. ექსპლუატაციაში მიღებულია 2006 წელს.

            სადგური განკუთვნილია პიკურ და ავარიულ რეჟიმში სამუშაოდ. სისტემასთან სინქრონიზაცია ხდება მაქსიმუმ 25 წუთში და სრული სიმძლავრით დატვირთვა მაქსიმუმ 35 წუთში. უზრუნველჰყოფს გარანტირებულ სარეზერვო სიმძლავეს საქართველოს ერთიანი ელექტროსისტემის სტაბილურობის, უსაფრთხოების და საიმედოობის მიზნით.

            ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 25 წელია. განხოცრიელებული ინვესტიციის საერთო ღირებულება შეადგენს 53 800 000 დოლარს. ესპლუატაციაში 2006 წლის 23 იანვარს შევიდა.

            სს ,,ენერგო–პრო ჯორჯია“-ს შვილობილმა კომპანიამ – „ჯი–ფაუერმა“ აირტურბინა კომპანიისგან „ენერჯი ინვესტი“ 2010 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2021 წლიდან შევიდა სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“-ს საკუთრებაში.