ლაჯანურჰესის რეაბილიტაციისთვის, მხოლოდ 2023 წელს, 24 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ლაჯანურჰესზე მე-3 აგრეგატის რეკონსტრუქცია განახორციელა, რის შედეგედაც ჰესის დადგმული სიმძლავრე 113.7 მგვტ-დან  115.568 მგვტ-მდე გაიზარდა –  აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ 24 000 000 ლარზე მეტი დახარჯა.

,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ტურბინა და რეაბილიტაციისთვის სხვა საჭირო ტექნიკური მოწყობილობები, ევროპიდან, კერძოდ – სლოვენიიდან ჩამოიტანა, მონტაჟის სამუშაოები კი ჩეხმა სპეციალისტებმა განახორციელეს.

ლაჯანურჰესის რეაბილიტაცია-რეკონსტუქციის პროცესი თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა.  2007 წლიდან 2023 წლის ჩათლით, ჰესის რაბილიტაციისთვის 44 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

ლაჯანურჰესის დადგმული სიმძლავრე პირველად არ გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ, როცა კომპანიამ ჰესის პირველ აგრეგატს ჩაუტარა რეაბილიტაცია, მაშინ არსებული სიმძლავრე 111.84 მგვტ-დან  113.7 მეგვტ-მდე გაიზარდა.

,,ენერგო-პრო ჯგუფისთვის“ პატივია ფლობდეს მსგავსი ისტორიის მქონე ენერგოობიექტებს საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ოპერირება წარმატებით გრძელდება, შედეგად – საკმაოდ მძიმე მდგოამრეობაში არსებული ჰიდროსადგურები, დღეის მდგომარეობით არამხოლოდ საპროექტო სიმძლავრეებს აფიქსირებენ, არამედ ხდება მათი დადგმული სიმძლავრეების ზრდაც. მაგ: მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული და ათობით მილიონი ლარია ინვესტირებული ლაჯანურჰესის, გუმათის კასკადის და რიონის ჰიდროელექტროსადგურებში.

,,ვფიქრობთ, უალტერნატივოდ სწორი მიდგომაა, რომ პირველ რიგში უნდა შენარჩუნდეს ქვეყანაში უკვე არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა, გენერირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი კი კვლავ მაქსიმალურ ნიშნულს უნდა უახლოვდებოდეს, რაიმე სახის დანაკარგი გამორიცხული უნდა იყოს“- განაცხადა ,,ეპ ჯორჯია გენერაციის“ დიქრექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა

ლაჯანურჰესის მშენებლობა 1950-იან წლებში დაიყო და ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. თავიდანვე ჰესი გამორჩეული იყო საქართველოში თავისი მონაცემებით. კერძოდ, ლაჯანურზე პირველად დაპროექტდა და აიგო თაღოვანი კაშხალი. მისი სიმაღლე 69 მეტრია და ენგურჰესის ერთგვარ პროტოტიპს წარმოადგენდა. ასევე, ლაჯანურჰესი საქართველოში პირველი მიწისქვეშა ჰესია. უშუალოდ ჰესის სამანქანო დარბაზამდე მისასვლელი გვირაბის სიგრძე 250 მეტრია.

სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ლაჯანურჰესზე მე-3 აგრეგატის რეკონსტრუქცია განახორციელა, რის შედეგედაც ჰესის დადგმული სიმძლავრე 113.7 მგვტ-დან  115.568 მგვტ-მდე გაიზარდა -  აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ 24 000 000 ლარზე მეტი დახარჯა.
_autotone

დაკავშირებული სიახლეები

სს ,,ეპ ჯორჯია გერენაციამ“ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განახორციელა
საქართველოს ენეგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განხორციელდა.  სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ბირჟაზე ელექტროენერგია გაყიდა.
თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
28-დან 30 მაისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. დაგეგმილია ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავების გეგმიური გარეცხვა, რაც მათი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად.