თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

13-დან 15 მაისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. დაგეგმილია ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავების გეგმიური გარეცხვა, რაც მათი  სასარგებლო  მოცულობის  შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად. სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

წყალსაცავების გარეცხვითი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება,  რაც გამოიწვევს  ზაჰესის 3-დღიან და ორთაჭალჰესის 2-დღიან გაჩერებას და შესაბამისად, თბილისში და მცხეთაში მდ. მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.

სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს.

დაკავშირებული სიახლეები

თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
28-დან 30 მაისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. დაგეგმილია ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავების გეგმიური გარეცხვა, რაც მათი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად.
_autotone
სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ლაჯანურჰესზე მე-3 აგრეგატის რეკონსტრუქცია განახორციელა, რის შედეგედაც ჰესის დადგმული სიმძლავრე 113.7 მგვტ-დან  115.568 მგვტ-მდე გაიზარდა -  აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ 24 000 000 ლარზე მეტი დახარჯა.
ჩეხეთის ახალი ელჩი ,,ენერგო-პრო ჯგუფის“ კუთვნილ ერთ-ერთ ჰიდროელექტროსადგურს ეწვია
ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურს ეწვია. სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციის“ წარმომადგენლებმა, ელჩს გააცნეს ინფორმაცია საქართველოში ჩეხური ,,ენერგო-პრო ჯგუფის“ საქმიანობისა და განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.