შაორჰესი მაღალდაწნევიანი ჰიდროელექტროსადგურია. შაორის წყალსაცავი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. ჰესის ძალოვანი კვანძი მდებარეობს ქ. ტყიბულში, მდ. ტყიბულას მარცხენა სანაპიროზე.
87.0 მლნ მ3 სასარგებლო მოცულობის მრავალწლიური რეგულირების შაორის წყალსაცავი მოქცეულია შაორის ტაფობში, სოფ. ხერგას მიდამოებში კარსტული ტბების ადგილას, სადაც მდ. დიდი ჭალას კარსტულ სიცარიელეში ჩადინების ადგილებამდე მოწყობილია ქვანაყარი კაშხალი. შაორჰესი მუშაობს მდ. დიდი ჭალასა და მისი მარჯვენა შენაკადის მდ. შაორის ჩამონადენზე. გარდა ამისა, წყალსაცავის შევსებაში მონაწილეობას ღებულობს მდ. ცივწყალა, რომლის გარკევული ნაწილი სატუმბი სადგურის საშუალებით ხვდება წყალსაცავში.
შაორჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1959 წელს. ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავებაა 138.0 მლნ კვტ.სთ
შაორჰესზე განხორციელებული ჰიდროაგრეგატების №1 და №2-ის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა და შეადგენს 40.32 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 38.4 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.