აწჰესი საშუალო დაწნევის დერივაციული ტიპის სადგურია. აგებულია მდ. აჭარისწყალზე, ქ.ბათუმთან 31 კმ-ის დაშორებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე – ბუნებრივ მოდინებაზე.
აწჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1937 წელს, საქართველოს ენერგოსისტემაში ჩაერთო 1941 წელს. ჰესის საპროექტო გამომუშავებაა 105.0 მლნ კვტ.სთ.
აწჰესზე ჩატარდა №1 ჰიდროაგრეგატი რეკონსტრუქცია სიმძლავრის გაზრდით, შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრეა 18.4 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 16.0 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.


