რიონჰესი საშუალო დაწნევის დერივაციული ტიპის სადგურია. აგებულია მდინარე რიონზე ქ. ქუთაისში. რიონჰესის სათავე ნაგებობა განლაგებულია ქ.ქუთაისის საზღვრებში, ძალური კვანძი რკინიგზის სადგურ ,,რიონი”-ის მახლობლად არის განთავსებული. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე – ბუნებრივ მოდინებაზე.
რიონჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1934 წელს. ჰესის საპროექტო გამომუშავებაა 314.0 მლნ კვტ.სთ. №4 და №2 ჰიდროაგრეგატების რეკონსტრუქციის (გენერატორის შეცვლა) შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა და შეადგენს 54.0 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 48.0 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.


