ზაჰესი პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში. წრმოადგენს დაბალდაწნევიან სადგურს.
ზაჰესი აგებულია მდინარე მტაკვარზე, ქ. მცხეთასთან, მდ. მტკვრისა და მდ.არაგვის შესართავის მახლობლად. ჰესი იყენებს მდ. მტკვრის ვარდნას 11 კმ-ის მონაკვეთზე.
პროექტის მიხედვით კაშხლის მიერ შექმნილი წყალსაცავის მთლიანი მოცულობა 12.0 მლნმ3-ია, სასარგებლო-3.0 მლნ მ3, რომელიც გათვალისწინებულია დღე-ღამური რეგულირებისთვის. დღეის მდგომარეობით ზაჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე-ბუნებრივ მოდინებაზე.
ზაჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1927 წელს. ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავებაა 203.0 მლნ კვტ.სთ
№ 6 ჰიდროაგრეგატის რეკონსტრუქციის შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა და შეადგენს 38.6 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 36.8 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.


