ორთაჭალჰესი

ორთაჭალჰესი კალაპოტური (ბურჯისმიერი) ტიპის, დაბალდაწნევიანი სადგურია. აგებულია ქ. თბილისში, მდინარე მტაკვარზე, ორთაჭალის ხიდთან.

            გასული საუკუნის 50-იან წლებში მდ. მტკვარზე ორთაჭალა ჰესის მშენებლობამ უზრუნველყო ქ.თბილისის ფარგლებში მდ.მტკვარის კალაპოტის გაწყლიანება წყალმცირობის პერიოდში. ჰესის აშენებამდე მდ.მტკვარის კალაპოტი საგრძნობლად შიშვლდებოდა და სანაპიროს მაღალ კედლებს მკვეთრი დისონანსი შეჰქონდათ თბილისის ღირშესანიშნაობათა საერთო ანსამბლში. ორთაჭალა ჰესის აშენების შემდეგ კი მდინარის მიმდებარე ტერიტორიები დაექვემდებარა ქალაქის განაშენიანების თანამედროვე მიდგომებს.

            ორთაჭალჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1954 წელს.  ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე- ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ

დაკავშირებული სიახლეები

ლაჯანურჰესი
ლაჯანურჰესი, დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ერთ-ერთი დიდი დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში.  მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტში.  
ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი)
ზაჰესი პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში. წრმოადგენს დაბალდაწნევიან, სეზონური რეგულირების სადგურს. ზაჰესი აგებულია მდინარე მტაკვარზე, ქ.მცხეთასთან, მდ.მტკვრისა და მდ.არაგვის შესართავის მახლობლად.
შაორჰესი
შაორჰესი მაღალდაწნევიანი ჰიდროელექტროსადგურია. შაორის წყალსაცავი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. ჰესის ძალოვანი კვანძი მდებარეობს ქ. ტყიბულში, მდ. ტყიბულას მარცხენა სანაპიროზე.