კინკიშა ჰესი მდ.კინკიშაზე აგებული მცირე ჰესია. მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფელ კვირეკეში. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე- ბუნებრივ მოდინებაზე.
კინკიშა ჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1954 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 0.864 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 3.0 მლნ კვტ.სთ.


