გუმათჰესების კასკადის შემადგენელი ჰიდროელექტროსადგურები გუმათი-I ჰესი და გუმათი-II ჰესი ითვალისწინებენ მდინარე რიონის შუა წელის ენერგეტიკულ გამოყენებას 12 კმ-იან მონაკვეთზე სოფელ ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე.
გუმათი-I ჰესი
გუმათი-I ჰესი კალაპოტური ტიპის სადგურია. ქ. ქუთაისიდან 7კმ-ის დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. პროექტის მიხედვით, მდინარე რიონზე აგებულია ბეტონის გრავიტაციული კაშხალი, რომელიც ქმნის გუმათი-I ჰეს-ის დღე-ღამური რეგულირების წყალსაცავს. დღეის მდგომარეობით ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე – ბუნებრივ მოდინებაზე.
გუმათი-I ჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1958 წელს. ჰესის საპროექტო გამომუშავებაა 256.0 მლნ კვტ.სთ.
გუმათი-I ჰეს-ის №1; №3; №2 ჰიდროაგრეგატებს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია სიმძლავრის გაზრდით, შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 48.4 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 44.0 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.
გუმათი- II ჰესი
გუმათჰესების კასკადის მეორე საფეხურს წარმოადგენს დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგური – გუმათი-II ჰესი. დერივაციული არხით გუმათი-II ჰესს მიეწოდება გუმათი-I ჰეს-ის ნამუშევარი წყალი.
გუმათი-II ჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1956 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 22.8 მგვტ, ხოლო საპროექტო გამომუშავებაა 138.0 მლნ კვტ.სთ.