ძევრულჰესი წარმოადგენს მაღალდაწნევიან ჰიდროელექტროსადგურს. ძევრულჰესის წყალსაცავი (ტყიბულის წყალსაცავი) მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფ. ახალსოფელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ.ტყიბულიდან 7კმ–ის დაშორებით, ხოლო ძვერულჰესის ძალოვანი კვანძი განთავსებულია თერჯოლის რაიონში.
65.0 მლნ მ3 სასარგებლო მოცულობის წლიური რეგულირების წყალსაცავს ქმნის ახალსოფლის ტაფობში აგებული მიწის კაშხალი. ჰესი მუშაობს შაორჰესის ნამუშევარი წყლის და მდინარე ტყიბულას წყალჩამონადენით.
ტყიბულის წყალსაცავი გამოირჩევა მასში არსებული ექვსი კუნძულით, რომელთაგან ოთხი დონის მატებისას მთლიანად წყლით იფარება. ძევრულჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1956 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 80.0 მგვტ, ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავებაა140.0 მლნ კვტ.სთ.