ჩითახევჰესი საშუალო დაწნევის, დერივაციული ტიპის სადგურია. მდებარეობს მდ.მტკვარზე, რკინიგზის სადგურ დვირის მახლობლად, ქ. ბორჯომიდან 17კმ დაშორებით. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე- ბუნებრივ მოდინებაზე.
ჩითახევჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1949 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრე შეადგენს 21.0 მგვტ, ხოლო ჰესის საპროექტო გამომუშავება 117.7 მლნ კვტ.სთ.