ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი)

ზაჰესი პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში. წრმოადგენს დაბალდაწნევიან სადგურს.

            ზაჰესი აგებულია მდინარე მტაკვარზე,  ქ. მცხეთასთან, მდ. მტკვრისა და მდ.არაგვის შესართავის მახლობლად. ჰესი იყენებს მდ. მტკვრის ვარდნას 11 კმ-ის მონაკვეთზე.

პროექტის მიხედვით კაშხლის მიერ შექმნილი წყალსაცავის მთლიანი მოცულობა 12.0 მლნმ3-ია, სასარგებლო-3.0 მლნ მ3, რომელიც გათვალისწინებულია დღე-ღამური რეგულირებისთვის. დღეის მდგომარეობით ზაჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე-ბუნებრივ მოდინებაზე.

            ზაჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია  1927 წელს. ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავებაა  203.0 მლნ კვტ.სთ

            № 6  ჰიდროაგრეგატის  რეკონსტრუქციის შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა და შეადგენს 38.6 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 36.8 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.

დაკავშირებული სიახლეები

ლაჯანურჰესი
ლაჯანურჰესი, დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ერთ-ერთი დიდი დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში.  მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტში.  
შაორჰესი
შაორჰესი მაღალდაწნევიანი ჰიდროელექტროსადგურია. შაორის წყალსაცავი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. ჰესის ძალოვანი კვანძი მდებარეობს ქ. ტყიბულში, მდ. ტყიბულას მარცხენა სანაპიროზე. 
ძევრულჰესი
ევრულჰესი წარმოადგენს მაღალდაწნევიან ჰიდროელექტროსადგურს. ძევრულჰესის წყალსაცავი (ტყიბულის წყალსაცავი) მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ახალსოფელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ.ტყიბულიდან 7კილომეტრის დაშორებით, ხოლო ძვერულჰესის ძალური კვანძი განთავსებულია თერჯოლის რაიონში.