იორის კასკადში გაერთიანებულია სიონი ჰესი, საცხენისი ჰესი და მარტყოფი ჰესი. აღნიშნული ჰესების წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს საქართველოს მელიორაცია.
სიონჰესი
სიონჰესი წარმოადგენს საშუალო დაწნევის, მიწის კაშხლის მქონე მცირე ჰესს. სიონის წყალსაცავი და მასთან მდებარე ჰესი წარმოადგენენ ზემო სამგორის სარწყავი სისტემის საწყის ნაგებობებს.
სიონჰესი მდებარეობს თიანეთის რაიონში, დაბა სიონში. წყალსაცავი განთავსებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის.
სიონჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1964 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 9.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 33.0 მლნ კვტ.სთ
მარტყოფჰესი
მარტყოფჰესი საშუალო დაწნევის მქონე მცირე ჰესია. მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში. ჰესი მუშაობს ზემო სამგორის სარწყავი სისიტემის მაგისტრალურ არხზე.
მარტყოფჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1952 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 3.875 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 14.0 მლნ კვტ.სთ.
საცხენისჰესი
საცხენისჰესი მაღალლდაწნევიანი სადგური მცირე ჰესია. მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში. ჰესი მუშაობს ზემო სამგორის სარწყავი სისიტემის მაგისტრალურ არხზე.
საცხენისჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1952 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 14.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 86.0 მლნ კვტ.სთ.