გუმათჰესების კასკადი

გუმათჰესების კასკადის შემადგენელი ჰიდროელექტროსადგურები გუმათი-I ჰესი და გუმათი-II ჰესი ითვალისწინებენ მდინარე რიონის შუა წელის ენერგეტიკულ გამოყენებას 12 კმ-იან მონაკვეთზე სოფელ ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე.            

გუმათი-I ჰესი

            გუმათი-I ჰესი კალაპოტური ტიპის სადგურია. ქ. ქუთაისიდან 7კმ-ის დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. პროექტის მიხედვით, მდინარე რიონზე აგებულია ბეტონის გრავიტაციული კაშხალი, რომელიც ქმნის გუმათი-I ჰეს-ის დღე-ღამური რეგულირების წყალსაცავს. დღეის მდგომარეობით ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე – ბუნებრივ მოდინებაზე.

            გუმათი-I ჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1958 წელს.  ჰესის საპროექტო გამომუშავებაა  256.0 მლნ კვტ.სთ.

            გუმათი-I ჰეს-ის №1; №3; №2 ჰიდროაგრეგატებს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია სიმძლავრის გაზრდით, შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 48.4 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 44.0 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.

გუმათი- II ჰესი

            გუმათჰესების კასკადის მეორე საფეხურს წარმოადგენს დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგური – გუმათი-II ჰესი. დერივაციული არხით გუმათი-II ჰესს მიეწოდება გუმათი-I ჰეს-ის  ნამუშევარი წყალი.

            გუმათი-II ჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1956 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 22.8 მგვტ, ხოლო საპროექტო გამომუშავებაა 138.0 მლნ კვტ.სთ.

დაკავშირებული სიახლეები

ლაჯანურჰესი
ლაჯანურჰესი, დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ერთ-ერთი დიდი დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში.  მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტში.  
ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი)
ზაჰესი პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში. წრმოადგენს დაბალდაწნევიან, სეზონური რეგულირების სადგურს. ზაჰესი აგებულია მდინარე მტაკვარზე, ქ.მცხეთასთან, მდ.მტკვრისა და მდ.არაგვის შესართავის მახლობლად.
შაორჰესი
შაორჰესი მაღალდაწნევიანი ჰიდროელექტროსადგურია. შაორის წყალსაცავი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. ჰესის ძალოვანი კვანძი მდებარეობს ქ. ტყიბულში, მდ. ტყიბულას მარცხენა სანაპიროზე.