უნდა აშენდეს, მაგრამ აუცილებლად სახელმწიფოში არსებული ყველა რეგულაციის (გარემოს დაცვის საკითხების, უსაფრთხოების, საპროექტო არეალში ბიზნეს-ოპერატორთა ინტერესების, საკუთრების დაცვის და სხვა) მოთხოვნების გათვალისწინებით
ყველა ჩამოთვლილ ელექტროსადგურის სახეობას ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობისათვის აქვს თავისი ადგილი და ერთმანეთის ალტერნატივად მათი განხილვა არასწორია. მზის და ქარის ელექტროსადგურები სპეციფიკიდან გამომდინარე არასტაბილურია და ასევე, ვერ უზრუნველყოფენ ენერგოსისტემაში პიკური დატვირთვების მოთხოვნილებას. ისინი უმეტესწილად გამოიყენება ბაზისურ რეჟიმში მუშაობისთვის, მოდინებაზე მომუშავე ჰესებისგან განსხვავებით. აღსანიშნავია, ასევე, მარეგულირებელი ჰესების ფაქტორი – პიკურ რეჟიმში მუშობის უნარი, რისი შესაძლებლობაც მზის და ქარის ელექტროსადგურებს არ გააჩნიათ.
გარდა ამისა, მზის და ქარის ელექტროსადგურებთან შედარებით, მარეგულირებელი (წყალსაცავიანი) ჰესების დიდი უპირატესობა არის ენერგიის შენახვა-დაგროვება წყალსაცავში წყლის მოცულობის სახით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მყისიერად შეიძლება გარდაიქმნას ელექტროენერგიად. აქედან გამომდინარე, ჰესების არსებობა ენერგოსისტემის მდგრადობისთვის აუცილებელია.
სს “ეპ ჯორჯია გენერაციის” ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქვეყანაში არსებული მოხმარების 20%-ს აკმაყოფილებს.
საქართველოში არსებული წყალსაცავები ძირითადად კომპლექსური დანიშნულების წყალსამეურნეო ობიექტებია, რომლებით ითავსებს ელექტროენერგიის გენერაციის, სასმელი და სამეურნეო წყალმომარაგების, წყალდიდობების და წყალმოვარდნებისგან დაცვის, რეკრიაციულ და თევზის აღწარმოების ფუნქციებს. წყალსაცავების რეგულირების საშუალებით შესაძლებელი ხდება წყალმომხმარებლებს/წყალმოსარგებლეებს მივაწოდოთ გაცილებით უფრო მეტი წყალი გაზრდილი მოთხოვნილების პერიოდში, ვიდრე ეს მოხერხდებოდა მდინარის ბუნებრივი ჩამონადენის შემთხვევაში.
წყალსაცავის საშუალებით ხდება წყლის რესურსების გამოყენების სწორი დაგეგმარება, რაც გულისხმობს მდინარის ბუნებრივი ჩამონადენის დროში ხელოვნურად გადანაწილებას მისი გამოყენების პირობებთან მაქსიმალურად მისადაგების მიზნით. აღნიშნული მოიცავს მდინარის ჩამონადენის გაზრდას წყალმცირობის პერიოდში წყალმოსარგებლეთა და წყალმომხმარებელთა უზრუნველყოფისათვის, ხოლო წყალდიდობის და წყალმოვარდნისას – მაქსიმალური ხარჯების შემცირებას ჩამონადენის ნაწილის წყალსაცავში აკუმულირებით, რის შედეგაც უმჯობესდება ქვედა ბიეფში წყალდიდობის წყლების გატარების პირობები. მიმდინარე კლიმატის ცვლილების და გამკაცრებული გარემოსდაცვითი მოთხოვნების ფონზე განახლებადი ენერგიის სახეობების მზარდი გამოყენების აუცილებლობა მოითხოვს ჰიდროენერგეტიკული რესურსების უფრო მოქნილ მართვას, ამიტომ ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე, მათ შორის საქართველოში, რადგან ენერგიის მიღების მაღალმანევრული წყაროა.
საუბარია ცხოვრების დონის გაზრდაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელობაში გაცილებით მეტი საყოფაცხოვრებო, თუ სამრეწველო პროცესია ელექტრიფიცირებული და გაცილებით მეტი ახალი ელექტრომოწყობილობა არსებობს, ვიდრე ძველად. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მიუხედავად მათი ენერგოეფექტურობისა, ჯამური მოთხოვნა ელექტროენერგიაზე გაზრდილია.
კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების სარკის ზედაპირი იმდენად მცირეა, რომ რეგიონის კლიმატზე გავლენას ვერ ახდენენ.
კომპანია ფლობს 15 ჰიდროელექტროსადგურს და ერთ აირტურბინულ ელექტროსადგურს, რაც თავის მხრივ წარმოადგენს უმდიდრეს პრაქტიკულ ლაბორატორიას ახალი თაობის აღსაზრდელად. საქმიანობის არეალის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ასევე აქ მომუშავე უფროსი თაობის სპეციალისტების მდიდარი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება იძლევა იმის გარანტიას რომ კომპანიაში მოსული ახალგაზრდა თაობა ჩამოყალიბდეს კვალიფიციურ სპეციალისტად.
არსებობს მრავალი განსხვავებული სარგებელი, რომლითაც ადგილობრივი ტერიტორია სარგებლობს ჰიდროელექტროსადგურის არსებობის წყალობით. უპირველეს ყოვლისა, არსებობს უპირატესობები ადგილობრივი ეკონომიკისთვის, როგორც მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნის, ასევე იმ სამუშაო ადგილებით, რომლებიც შექმნილია არაპირდაპირი გზით და უზრუნველყოფილია პროექტის სხვადასხვა ფაზებით. გარდა ამისა, როგორც სხვა მწვანე ენერგიების შემთხვევაში, ჰიდროენერგეტიკა ამცირებს იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულებას, გამოირჩევა დამატებით უპირატესობით, მაგ: წყლის ნაკადი (და შესაბამისად ელექტროენერგიის წარმოება) შეიძლება დარეგულირდეს, ენერგეტიკული საჭიროებიდან გამომდინარე. ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით შესაძლებელია.
განახლებადი ენერგია ეს არის ისეთი ბუნებრვი წყაროებიდან მიღებული ენერგია, რომელთა აღდგენის (განახლების) სიჩქარე აღემატება მისი მოხმარების სიჩქარეს. წყლის ენერგიაც თავის მხრივ წარმოადგენს განახლებად ენერგიას. შესაბამისად ჰიდროელექტროსადგურებიც განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურია. აღსანიშნავია, რომ მზის და ქარის ელექტროსადგურები ძირითადად გათვლილია ენერგომოხმარების ბაზისურ რეჟიმზე და პიკური დატვირთვების უზრუნველყოფა ვერ უზრუნველყოფს.
აირტურბინული ელექტროსადგური მუშაობს ბუნებრივ გაზზე.
ჰესი ენერგიის წყაროდ იყენებს წყლის ნაკადის სრულ ენერგიას – როგორც პოტენციურ, ისე კინეტიკურ ენერგიას. შესაბამისად, ის წყალს არ ხარჯავს რაოდენობრივად. ჰიდროელექტროსადგურებით ელექტროენერგიის წარმოების პრინციპი მარტივია: ჰესის შენობაში წყლის ენერგია ჰიდროტურბინის დახმარებით გარდაიქმნება მექანიკურ ენერგიად, ხოლო შემდგომ ელექტროენერგიად (გენერატორში). ჰიდროენერგია არის ძალიან მოქნილი ენერგიის წყარო, რადგანაც წყალი შეიძლება იქნეს შენახულ წყალსაცავში.