ჩვენ შესახებ
სს ,,ეპ ჯორჯია გენერაცია“-ს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებასა და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების სფეროში.
სს ,,ეპ ჯორჯია გენერაცია“-ს ელექტროენერგიის წარმოების დიდი არეალი აქვს, ფლობს და უსაფრთხო ექსპლუატაციას უწევს გენერაციის ობიექტებს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში არის თავმოყრილი მარეგულირებელი და სეზონური ჰესების უმეტესი ნაწილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ საქართველოში არსებული სეზონური ჰესები მდინარე მტკვრის ჩამონადენზე და გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური, რომელიც თბოენერგეტიკაში უახლესი ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვის პირველი წარმატებული მცდელობაა საქართველოში.
გენერაციის თითოეული ობიექტისა და კომპანიის სტრუქტურული ერთეულების (ჰიდროტექნიკური ნაგებობების და სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგისა და რემონტების დეპარტამენტი: ჰიდროტექნიკური მონიტორინგის ჯგუფი, სამშენებლო სარემონტო ჯგუფი; საპროექტო დეპარტამენტი; სარემონტო დეპარტამენტი: ჰესების ელექტრული რემონტების განყოფილება, ჰესების მექანიკური რემონტების განყოფილება, შემდუღებლების ჯგუფი, სილაჭავლური და ანტიკოროზიული ღებვის განყოფილება, მექანიკური სახელოსნო/განყოფილება; ჰესების ექსპლუატაციის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის დეპარტამენტი: ტექნიკური განყოფილება, დიაგნოსტიკის განყოფილება.) საშუალებით მიმდინარეობს საქართველოს მდინარეების ჰიდროპოტენციალის გონივრული მართვა და მომხმარებელისთვის იაფი ელექტროენერგიის წარმოება საიმედო, მოქნილი, ეკოლოგიურად სუფთა რესურსით, ჰიდროგენერაციის ობიექტების უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირებით.
სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ – კომპანია ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 15 ჰიდროელექტროსადგურს საერთო ჯამური სიმძლავრით 490.827 მგვტ, ჯამური საპროექტო გამომუშავებით – 2 მლრდ კვტ. სთ., რომლებიც გასულ საუკუნეში აშენდა და ჯი ფაუერს 110 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს.
კომპანიის გენერაციის აქტივები მოიცავენ:
- ლაჯანურჰესი – დადგმული სიმძლავრე 115.568 მგვტ.
- ძევრულჰესი – დადგმული სიმძლავრე 80.0 მგვტ.
- გუმათჰესი I – დადგმული სიმძლავრე 48.4 მგვტ.
- გუმათჰესი II – დადგმული სიმძლავრე 22.8 მგვტ.
- რიონჰესი – დადგმული სიმძლავრე 54.0 მგვტ.
- შაორჰესი – დადგმული სიმძლავრე 40.32 მგვტ.
- აწჰესი – დადგმული სიმძლავრე 18.4 მგვტ.
- ჩითახევჰესი – დადგმული სიმძლავრე 21 მგვტ.
- ზაჰესი – დადგმული სიმძლავრე 38.6 მგვტ.
- ორთაჭალჰესი – დადგმული სიმძლავრე 18 მგვტ.
- კინკიშა ჰესი – დადგმული სიმძლავრე 0.864 მგვტ.
- ჩხოროწყუ ჰესი – დადგმული სიმძლავრე 6.0 მგვტ.
- სიონჰესი – დადგმული სიმძლავრე 9.0 მგვტ.
- საცხენისჰესი -დადგმული სიმძლავრე 14.0 მგვტ.
- მარტყოფჰესი – დადგმული სიმძლავრე 3.875 მგვტ.
- ჯი ფაუერი – დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ.