ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურს ეწვია. სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციის“ წარმომადგენლებმა, ელჩს გააცნეს ინფორმაცია საქართველოში ჩეხური ,,ენერგო-პრო ჯგუფის“ საქმიანობისა და განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.
,,მადლიერები ვართ ჩეხეთის ელჩის, რომელმაც გამოიჩინა ინტერესი გაცნობოდა ჩვენს კომპანიას. ზოგადად საელჩოს მხრიდან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას და დახმარების მზაობას, თუმცა, ახალი ელჩის დაინტერსება, ძალიან სასიხარულოა. ბატონ ელჩს წარვუდგინეთ ინფორმაცია ზაჰესის, “ენერგო-პრო ჯგუფის” და მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ. ერთის მხრივ, ჩვენთვის დიდი პატივია წარმოვადგენდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმსხვილეს საინვესტიციო ჯგუფს საქართველოში. მეორეს მხრივ, სწორად განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და დროულად განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა საინვესტიციო პროექტებმა, უზრუნველჰყო არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების მწყობრში შენარჩუნება, არამედ მათი საპროექტო სიმძლავრეების ზრდა და გენერირებული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირება. საქართველოში საქმინაობის 17 წლის განმავლობაში, “ენერგო-პრო ჯგუფმა” ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა, გამოწვევებიც და არაერთი წინაღობა კვლავ რჩება, რასაც რა თქმა უნდა ადეკვატური რეაგირება სჭირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრებს დაინტერესებისთვის“, – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.
,,ვამაყობ, რომ ვარ ჩეხეთის ელჩი, იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის ინვესტორიც საქართველოში ასეთ საინტერესო პროექტებს ახორციელებს. არ ველოდი, რომ მსგავსი სიძველის ჰესი ასე წარმატებით იმუშავებდა. ეს არის ჩემი პირველი და ძალიან საინტერესო ვიზიტი ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე” განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა
დღეისთვის „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში წარმოდგენილია 6 კომპანიის სახით: სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“ და შპს „მეგავატ სერვისი“.
წლებია ,,ენერგო-პრო ჯგუფი“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში, აგრეთვე ჯგუფში კომაპნიები ყველაზე მსხვილ დამსაქმებელთა ტოპ ათეულშია.