სს „ენერგო პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ აცხადებს ელექტრონულ ფასთაგამოკითხვას „ენერგო-პრო ჯორჯიის ჯგუფში შემავალი კომპანიების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაზე:
სს ენერგო პრო ჯორჯია ს/კ 205169066
შპს ჯიფაუერი ს/კ 404878977
სს ეპ ჯორჯია გენერაცია ს/კ 405182626
აღნიშნული ფასთაგამოკითხვა ცხადდება 2026 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა 2026 წლის 01 თებერვლიდან.
პროცესში ჩართულია სადაზღვევო ბროკერი შპს რეზოლუშნ ინშუარანს ბროუქერს საქართველო (ს/კ 404401526). სადაზღვევო შეთავაზებაში გათვალისწინებული უნდა იყოს 5% საბროკერო საკომისიო ( სადაზღვევო პრემიიდან).
ძირითადი ინფორმაცია
ავტოტრანსპორტის პარკი მოიცავს დაახლოებით 1100 ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მსუბუქი და სპეციალიზირებული), რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 15,000,000 აშშ დოლარს შეადგენს.
სადაზღვევო პერიოდი 01/02/2026- 31/01/2027.
დაზღვევის დაფარვის ტერიტორია: საქართველო.
ავტოტრანსპორტის გამოყენება: სამსახურეობრივი და პირადი მიზნებისთვის.
სადაზღვევო პრემიის გადახდის პირობები – კვარტალური გადახდა, პირველი გადახდა არაუგვიანეს 2026 წლის 25 თებერვლისა.
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების (ავტოპარკის – მინიმუმ 250 ერთეულით დაზღვევა) გაწევის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და სარეკომენდაციო წერილები. სარეკომენდაციო წერილების წარმოდგენის ვადა 18 ნოემბრამდე.
- კომპანიის რეგიონალური დაფარვის შესახებ სრული ინფორმაცია. ფილიალების ჩამონათვალი და ავტოსერვის პროვაიდერების სია რეგიონების მიხედვით.
- მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს 2025 წლის 11 ნოემბრის სამუშაო დღის ბოლომდე (გარდა სარეკომენდაციო წერილებისა).
ფასთაგამოკითხვის პროცედურა
- კომისია განიხილავს ყველა იმ კომპანიის განაცხადს, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას.
- წარმოდგენილი წინადადების განხილვა მოხდება კომისიის მიერ და მხოლოდ კვალიფიციურ კომპანიას გაეგზავნება ტექნიკური დავალება და ავტოპარკის დეტალური სია.
- ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილ პირობებზე თანხმობის შემდეგ, კომპანია მოწვეულ იქნება ფასთა გამოკითვის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმაზე ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად;
- ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება 2025 წლის 20 ნოემბერს.
აღნიშნულ საკითხზე დაინტერესების და შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ
დავით ცხომელიძე
david.tskhomelidze@energo-pro.ge
მობილური ტელეფონი – +995 577350055