სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ მტკვარში თევზის ლიფსიტები გაუშვა

სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ მდინარე მტკვარში ენდემური სახეობის თევზების შენარჩუნებისა და გამრავლების ათწლიანი პროეტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში მტკვრში 3 სახეობის თევზის 30 000-მდე ლიფსიტა გაუშვეს.

ზაჰესის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალისტებმა მტკვრის ფაუნისთვის დამახასიათებელი 3 სახეობის – ველური კობრის, წვერასა და ხრამულის ლიფსიტები გაუშვეს. თევზის სახეობების ხელოვნური გამრავლებისა და ბუნებაში დაბრუნების 10 წლიანი პროექტი (რესტოქინგი) კომპანიამ შეიმუშავა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების შემდეგ მის განხორციელებაზე მუშაობა დაიწყო. ის ხელს შეუწყობს ამ სახეობების პოპულაციის შენარჩუნებას მდინარეში. ლიფსიტების გაშვება ყოველ 2 წელშია დაგეგმილი.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაახლების პირობის შესაბამსად „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ სპეციალური კვლევა ჩაატარა თევზის ავტოქტონური სახეობების და მათი აღდგენის საჭიროების შესახებ. კვლევის შედეგების შესაბამისად შემუშავდა ამჟამად მიმდინარე პროექტი და დაიწყო მის განხრციელებაზე მუშაობა. პროექტის ფარგლებში კომპანია ახლო მომავალში თევზამრიდის მოაწყობასაც გეგმავს, რაც გამორიცხავს თევზების მოხვედრას ჰესის სადერივაციო არხში“, – განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ მჭედლიშვილმა.

მდინარეზე აგებული კაშხლები თევზებისთვის წინაღობას ქმნიან და რესტოქინგის პროექტების განხორციელება მათი ბუნებრივი რაოდენობის შენარჩუნებას და დაცვას ისახავს მიზნად. პროექტი შეთახმებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. კომპანია პერიოდულად მოიტორინგსაც უზრუნველყოფს პროექტის მიმდინარეობისა და დამატებითი საჭიროებების გამოსავლენად.

დაკავშირებული სიახლეები

სს ,,ეპ ჯორჯია გერენაციამ“ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განახორციელა
საქართველოს ენეგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განხორციელდა.  სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ბირჟაზე ელექტროენერგია გაყიდა.
თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
28-დან 30 მაისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. დაგეგმილია ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავების გეგმიური გარეცხვა, რაც მათი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად.