ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოს ენერგობაზარზე 2006 წელს შემოვიდა. საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის შედეგად, „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულების ფარგლებში, „მესამე ენერგეტიკული პაკეტი“-ს (რომ გენერაციის და დისტრიბუციის კომპანიები საერთო მფლოფელობაში არ უნდა იყოს და უნდა გაიმიჯნოს) საფუძველზე 2016 წელს კომპანიის განაწილებისა და გენერაციის აქტივების გაყოფის შედეგად დაარსდა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 20 მაისის №22/2 გადაწყვეტილებით გაუქმდა კომპანიის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ძველი სახელწოდებით – სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ და გაიცა ახალი ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ახალი სახელწოდებით – სს „ეპ ჯორჯია გენერაციაზე“.
სს ,,ეპ ჯორჯია გენერაცია“ ამჟამად ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 15 ჰიდროელექტროსადგურს საერთო ჯამური სიმძლავრით 490.827 მგვტ, ჯამური საპროექტო გამომუშავებით – 2.0 მლრდ კვტ. სთ., რომლებიც გასულ საუკუნეში აშენდა და ჯი ფაუერს 110 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს.